Сообщения

ორგვარი ელექტრული მუხტი. ელექტრული ველი

Изображение
დრეს მე-8 კლასში მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები: 1. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად. 2. ნივთიერების ელექტროგამტარლობაზე და ელექტრულ ველზე დასაკვირვებლად. გაანალიზეს და გამოიტანეს შაესაბამისი დასკვნები. დახაზეს ელექტრული ველის ძალწირები. დაახასიათეს ელექტროსკოპი და ელექტრო მეტრი.

სხეულების ინერტულობა. მასა და ინერცია

Изображение
დღეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და ჩაატარეს ცდები სხეულის ინერტულობის და ინერციის შესასწავლად. გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.

მარტივი მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტი

Изображение

მექანიკის "ოქროს წესი"

Изображение
მოსწავლეებმა თეორიული მასალის , ექსპერიმენტებისა და პრეზენტაციის საშუალებით ააგეს ნახაზები, გაანალიზეს მიღებული შედეგები და გამოიტანეს დასკვნები: 1. რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ მანძილში. 2. მარტივი მექანიზმების გამოყენებით შესრულებული მუშაობის სიდიდე არ იცვლება.

ჭოჭონაქი

Изображение

ბერკეტის წონასწორობის პირობის დადგენა, როცა ძალები მოდებულია ბრუნვის ღერძიდან ერთ მხარეს

Изображение
ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი იყო შეემოწმებინათ გამოცდილებით ძალისა და მხარის როგორი შეფარდებით მიიღება ბერკეტის წონასწორობა, როცა ძალები მოდებულია ბერკეტის ბრუნვის ღერძის ერთ მხარეს და შეემოწმებინათ ძალის მომენტის წესი. https://1drv.ms/w/s!Aqe2c_r5jtKao2IVH4ntr27iWnuE

ლაბ. სამუშაო "ბერკეტის წონასწორობის პირობის დადგენა"

Изображение
სამუშაოს მიზანი:  შევამოწმოთ ძალისა და მხარის როგორი შეფარდებით მიიღება ბერკეტის წონასწორობა. შევამოწმოთ ძალის მომენტის წესი. ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდა ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც მოსწავლეებს მიეწოდა წინასწარ. მოსწავლეებმა ცდების საშუალებით და თეორიული მასალის ცოდნის საფუძველზე შეამოწმეს ბერკეტის წონასწორობა, შესაბამისი რიცხვითი მნიშვენელობები შეიტანეს ლაბორატორიული სამუშაოს მოცემულ ცხრილში. მოსწავლეებმა, ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, შედეგები დასკვნის სახით ჩამოაყალიბეს.  https://1drv.ms/w/s!Aqe2c_r5jtKao2HHnHxmezVyi-ex