Сообщения

გამტარის მიმდევრობითი შეერთება

Изображение
გაკვეთილის მიზანი: მიმდევრობითი შეერთებისას წრედის ნებისმიერ უბანში დენის ძალის, წინაღობისა და ძაბვის გამოთვლა ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით.

მყარი სხეულის მექანიკური თვისებები.

Изображение
მოსწავლეებმა შეძლეს მყარი სხეულის მექანიკური თვისებების დახასიათება სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეებით. განიხილეს, თუ რა არის აბსოლიტური და ფარდობითი დეფორმაცია, მექანიკური ძაბვა და იუნგის მოდული.

ომის კანონი წრედის უბნისათვის

Изображение
ომის კანონის შესასწავლად გამოვიყენეთ ვირტუალური ლაბორატორია. ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით ავაწყვეთ წრედი. რიგრიგობით ჩავრთედ სხვადასხვა წინააღმდეგობის გამტარი, ავიღეთ ანათვლები და ჩავწერეთ შესაბამის ცხრილში. ამ ექსპერიმენტის საშუალებით დავადგინეთ დენის ძალის და წინააღმდეგობის დამოკიდებულება მუდმივი ძაბვის დროს ( დენის ძალა უკუპროპორციულია წინაღობისა). ავაწყვეთ მეორე წრედი, სადაც ვცვალეთ დენის წყარო, ავიღეთ ანათვლები და ჩავწერეთ შესაბამის ცხრილში. ამ ექსპერიმენტის საშუალებით დავადგინეთ დამოკიდებულება დენის ძალასა და ძაბვას შორის მუდმივი წინაღობის დროს (დენის ძალა პირდაპირპროპორციულია ძაბვისა) ჩამოვაყალიბეთ ომის კანონი. ამოვხსენით ამოცანები.

ძაბვა

Изображение
მე-8 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის საშუალებით განიხილეს, თუ რა არის ელექტრული ველის ენერგეტიკული მახასიათებელი. სქემის მიხედვით ააწყვეს წრედი. გაზომეს დენის ძალა და ძაბვა. ამოხსნეს ამოცანები.

ნიუტონის მესამე კანონი

Изображение
მოსწავლეებმა პრეზენტაციის, მაგალითების და ექსპერიმენტების საშუალებით  ჩამოაყალიბეს ნიუტონის მესამე კანონი. ამოხსნეს ამოცანები.

დენის წყაროები. მარტივი ელექტრული წრედები

Изображение
მე-8 კლასელებმა ცდების საშუალებით გაარკვიეს თუ რისგან შედგებოდა გალვანური ელემენტი. ააწყვეს მარტივი ელექტრული წრედები მიმდევრობითი და პარალელური შეერთებებით. განიხილეს თუ როგორ გამოისახება ელექტრული ხელსაწყოები სქემატურად.

ორგვარი ელექტრული მუხტი. ელექტრული ველი

Изображение
დრეს მე-8 კლასში მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები: 1. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად. 2. ნივთიერების ელექტროგამტარლობაზე და ელექტრულ ველზე დასაკვირვებლად. გაანალიზეს და გამოიტანეს შაესაბამისი დასკვნები. დახაზეს ელექტრული ველის ძალწირები. დაახასიათეს ელექტროსკოპი და ელექტრო მეტრი.